21 ოქტომბერი 2026,   14:10
ვრცლად
ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობა ძალიან მაღალია და სასწაული იქნება, თუ ის არ დაიწყება

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის შეფასებით, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობა ძალიან მაღალია და განაცხადა: "სასწაული იქნება, თუ ის არ დაიწყება".

ვუჩიჩმა დასძინა, რომ თუ მისი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდება, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება, თუმცა შიშობს, რომ მისი შეფასება სწორია.

"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ვცდებოდე. მაგრამ ვშიშობ, რომ არ ვცდები", - განაცხადა ვუჩიჩმა.

დღის ამბები