"ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს პლენუმის და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მიმართ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციის ნაწილმა მოსამართლეების აცილება მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
"რაც უფრო მეტს ისაუბრებს ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა", კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას შექმნის, ჯერ ერთი, სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვით, ხოლო მეორე მხრივ, დაადასტურებს რომ მათი მიზანი ზუსტადაც, სახელმწიფო წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ჩვენ, ზოგადად, შეგვიძლია მოგახსენოთ მხოლოდ ერთი, რომ ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, არ გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს პლენუმის და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მიმართ და მიღებული გადაწყვეტილებებით და წარდგენილი მოსამართლეები და მათ რეპუტაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ.
დანარჩენი ნაწილი თუნდაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და საერთოდ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, პროცესის ჩანიშვნის გამო მოსამართლის აცილება ვინმეს მოეთხოვოს, არა მგონია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში მომხდარიყოს, მაგრამ ასეთიც გვინახავს", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.