ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას - "ჩემი პირველი ნერგი" შეუერთდა. ინიციატივის ფარგლებში 600-მდე პირველკლასელმა სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგო.
პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.