05 ნოემბერი 2026,   15:56
ვრცლად
არსებობდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელობიდან დაუდგენელი პირი მართავდა, ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო ეს პირი სწორედ დავით არახამია - უკრაინის "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დაავალა.

საუბარია რადაში ხმების სანაცვლოდ დეპუტატებისთვის ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტზე.

"კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, დარია კალენიუკი აცხადებს, რომ НАБУ-ს ვერსიით, არსებობდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ამ დანაშაულებრივ ჯგუფს ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელობიდან ვიღაც დაუდგენელი პირი მართავდა. ჩნდება ლოგიკური კითხვა - ხომ არ იყო ეს პირი სწორედ დავით არახამია. 

"დავით არახამიასთან დაკავშირებით შემდეგი გარემოება შევნიშნეთ. თავდაპირველად დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში კონვერტების დარიგების სქემის ორგანიზატორი დავით არახამია იყო. შემდეგ, გასული წლის 27 დეკემბერს, НАБУ-მ ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხუთ დეპუტატს ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენა. НАБУ-ს ვერსიით, არსებობდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ამ დანაშაულებრივ ჯგუფს ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელობიდან ვიღაც დაუდგენელი პირი მართავდა. ჩნდება ლოგიკური კითხვა: ხომ არ იყო ეს პირი სწორედ დავით არახამია?" - განაცხადა დარია კალენიუკმა.

განცხადება გააკეთა უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლემ მარკიან გალაბალამ. 

"2026 წლის 15 ოქტომბრის განცხადებაში მოყვანილი ცნობები შესაძლოა უკრაინის სახალხო დეპუტატის, დავით არახამიას მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს. განჩინება გამოტანის მომენტიდან შედის კანონიერ ძალაში და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", - აღნიშნა გალაბალამ.

სასამართლომ გადაწყვეტილება "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" სარჩელის საფუძველზე მიიღო, რადგან პროკურატურა განცხადების დარეგისტრირებაზე აქამდე უარს ამბობდა. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უწყების ორი მაღალჩინოსანი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო ქრთამის სანაცვლოდ თაღლითური ქოლ-ცენტრების, ნარკოვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულების მფარველობას ედავება. გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა უწყებებმა დაასრულეს გამოძიება ენერგეტიკის სექტორში გამოვლენილ მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე, რომელიც ზელენსკის უახლოეს გარემოცვას ეხება.  

 

 

 

დღის ამბები