06 ნოემბერი 2026,   08:36
ვრცლად
"მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს" - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანებას არარეალისტურად აფასებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანებას არარეალისტურად მიიჩნევს.

როგორც ანეტა ორბანმა განმარტა, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ერთი და იგივე მოთხოვნები. მან ამავდროულად აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესს.

"ჩვენ ამას რეალისტურად არ მივიჩნევთ, მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს და ვფიქრობ, ამ საკითხში ლიეტუვას ვეთანხმებით. ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იგივე პროცედურა, რაც ჩვენ გავიარეთ. ჩვენ ასევე არ ვუჭერთ მხარს გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესს", - განაცცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

დღის ამბები