06 ნოემბერი 2026,   08:38
ვრცლად
ვერავინ მოიძებნა, ვერც ელჩი და ვერც რომელიმე ოფიციალური პირი, რომელიც კონკრეტულ სახელს და გვარს წარმოადგენს, რომელიც ამტკიცებს, რომ უსამართლობაა ჩადენილი - გია ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე

ევროკომისიის მიერ ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით თბილისი ბრიუსელისგან პასუხებს ელოდება. მმართველ გუნდში აინტერესებთ, ვის გათავისუფლებას ითხოვს ევროკომისია საკუთარ ანგარიშში, მაშინ, როდესაც 4 ოქტომბრის ძალადობა დღემდე არ დაუგმიათ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, აღნიშნულ კითხვებზე პასუხს დუმილი არჩია. მმართველი გუნდის განცხადებით, დუმილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ელჩი ვერ ასახელებს ერთ სახელ-გვარსაც კი, რომლის მიმართაც უსამართლობაა ჩადენილი. 

"ვერავინ ვერ მოიძებნა, ვერც ელჩი და ვერც რომელიმე ოფიციალური პირი, რომელიც კონკრეტულ სახელს და გვარს წარმოადგენს თუ რაიმე საქმეს, რომელიც ამტკიცებს, რომ უსამართლობაა ჩადენილი. ჩვეულებრივმა შეკითხვამ დააბნია პრაქტიკულად ელჩი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე კონკრეტული ეთქვა, მან ვერ გასცა ამ შეკითხვას პასუხი.

მიზანი არის ის, რომ საქართველო ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილო იქნება ხელისუფლებით და ამას მოჰყვება ის რევოლუცია, რომელიც ბოლო პერიოდში ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაიგეგმა და დაფინანსებული იქნა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები