09 ნოემბერი 2026,   10:15
ვრცლად
ამსტერდამში, საპროტესტო აქციაში 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ამსტერდამში. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტები ნიდერლანდების მთავრობისგან ისრაელის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას, სავაჭრო სანქციების დაწესებასა და იარაღის მიწოდების სრულ შეწყვეტას ითხოვენ.

პროტესტის დროს მოხდა დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის - პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ.

დღის ამბები