09 ნოემბერი 2026,   16:43
ვრცლად
საქართველოდან სომხეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი, ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის შემდგომაც 2026 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.

ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები