11 ნოემბერი 2026,   12:11
ვრცლად
ჩინეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი განათლება და ახალგაზრდობაა - ნინო წილოსანი

საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს - პეკინში მაღალი დონის შეხვედრები იმართება.

დღეს, დაგეგმილია დელეგაციის წევრების ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა. "ქართულ ოცნებას" ჩინეთის მმართველი პარტია და ცენტრალური კომიტეტი მასპინძლობს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი განათლება და ახალგაზრდობაა.

"ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია განათლება და ახალგაზრდობა. ამ იდეის ფარგლებში, ჩვენ ვესტუმრეთ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს. ეს უნივერსიტეტი საკმაოდ ძველი და მაღალი აკადემიური ხარისხის არის. მათ შორის, მსოფლიო რეიტინგებშიც ერთ-ერთი წამყვანია. ის, რომ საქართველოსა და ჩინეთს განათლების მიმართულებით აქვს აქტიური კავშირი, ამის დამადასტურებელია თუნდაც ამ უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტები და მათ მიერ ქართულის ცოდნა. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის და უკვე არსებული კომუნიკაციის პარალელურად, არსებობს დიდი რესურსი ქართველ და ჩინელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები