ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ბათუმში რამდენიმე წუთის წინ განახლდა. საკონსტიტუციო სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე რჩება - პლენუმი დღეს კითხვებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაუსვამს.
მოსარჩელე მხარის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, პროცესი დროში გაწელოს და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააყენოს, რადგან საკუთარი პოზიციების დასაცავად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია.
"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. მხარეებმა უკვე გაიარეს მტკიცებულებების წარდგენის, შუამდგომლობებზე მსჯელობისა და ახსნა-განმარტებების ეტაპები. სარჩელის მიხედვით, ბრალდებები მძიმეა - კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.