12 ნოემბერი 2026,   00:28
ვრცლად
ის უსაფრთხო კორიდორი, რასაც საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან სთავაზობს, არის შეუცვლელი მარშრუტი, რაზეც არ უნდა დახუჭოს თვალი ევროკავშირმა დაკავშირებადობის თვალსაზრისით - ზვიად შალამბერიძე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "ღამის კურიერი" ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლების ასეთი მაღალი რანგის ლიდერის ჩამოსვლა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

"ზოგადად, ჩვენ რაც არ უნდა გავმიჯნოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ერთმანეთისგან, აუცილებლად სადღაც იკვეთება, მით უმეტეს როდესაც საუბარია იმხელა ქვეყანაზე, როგორიც არის ჩინეთი. ქვეყანაზე, რომელთანაც ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირი და ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის აშშ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ცდილობს ჰქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა და ჩვენ, ამ შემთხვევაში მართლაც გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მათთან, ვართ სტრატეგიული პარტნიორები და სწორედ ამის გამოძახილი იყო ის, რომ ამხელა რანგის პოლიტიკოსი ჩამოვიდა საქართველოში და რეალურად იყო პოლიტიკურ მიმართულებებზე საუბარი და რა თქმა უნდა, ეკონომიკურზეც.

საზოგადოება ძალიან კარგად უყურებს ბოლო პერიოდში თუ რა მიმართულებით არის გააქტიურებული საქართველოს ხელისუფლება, დაკავშირებადობას ვგულისხმობ, რომელშიც, რა თქმა უნდა, საწყისი არის ჩინეთი, მერე შუა აზია და დანარჩენი უკვე ჩვენი გავლით ევროპა და პირიქით, ევროპიდან იქეთ.

რეალურად, ის უსაფრთხო კორიდორი, რასაც საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან სთავაზობს როგორც ერთ მხარეს ევროპის მიმართულებას და ასევე მეორე მხარეს, რომელიც არის ძალიან დიდი გიგანტი ჩინეთის ჩათვლით, შუა აზია პლუს, ეს არის მართლაც შეუცვლელი მარშრუტი, რომელსაც, რაც არ უნდა დახუჭოს თვალები ევროკავშირმა დაკავშირებადობის თვალსაზრისით, მაინც გვერდს ვერ აუვლის, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მარტივი გეოგრაფია, რომელიც აუცილებლად ციფრებში გამოისახება საბოლოოდ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელმა ქვეყანამაც უნდა მიიღოს სარგებელი საქართველოზე ამ მარშრუტის გავლით", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები