საბოტაჟი და ღალატი ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ - "ღამის კურიერში" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, ამ თვალსაზრისით 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ისაუბრა და ის მაგალითები დაასახელა, რომელსაც მმართველი გუნდი სწორედ საბოტაჟს, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ამ კონკრეტული პარტიების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს უწოდებს.
"დღევანდელ დღეს, ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალყურს, იგივე ევროკავშირის თუ ევროსაბჭოს რეზოლუციები, თუნდაც გაფართოების დოკუმენტი, სადაც პირდაპირ აქვთ მითითებული, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არ იყო იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელსაც წელიწადში ორჯერ ხელისუფლება ვაგზავნით ევროკავშირში და იყო დანარჩენ წყაროებზე დაყრდნობით, დანარჩენი წყაროები ხომ ძალიან კარად ვიცით ვინ არიან. არიან ძირითად შემთხვევაში ეს ოპოზიციონერები, რომლებიც არც კი მალავენ, დადიან იქ და ხმამაღლა ამბობენ იმას, რეალურად თუ რას აკეთებენ და რა მიმართულებით უთხრიან ძირს ჩვენს სამშობლოს.
ფაქტია, რომ ნებისმიერი ასეთი რეზოლუცია, რომელიც არანაირ რეალურ ფაქტებზე არ არის დაყრდნობილი და მთლიანად, თავიდან ბოლომდე ცალმხრივი სიცრუე ჩააქვთ ამ შემთხვევაში იქ, ეს რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატია პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ამას საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას, იმიტომ, რომ რეალურად ეს ხაზი მათ გადაკვეთეს დიდი ხანია, ეს ზღვარი გადაკვეთეს, რა თქმა უნდა და დღევანდელ დღეს არის ასეთი მდგომარეობა, რომ ესენი [ოპოზიცია] ცდილობენ, ყველა მათ ხელთ არსებული ინფორმაციით თუ სხვადასხვა საშუალებებით მიაღწიონ იმას, თუნდაც ქართველი ხალხის სანქცირებით, სანქცირებას ვგულისხმობ უვიზო რეჟიმის აკრძალვით, თუნდაც მთელი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვის გზით, როგორმე "ქართული ოცნება" მოაცილონ ხელისუფლებას.
ეს უკვე არის მთავრობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი თუ მთლიანად საზოგადოების? მთლიანად საზოგადოება არის მთელი ქვეყანა რეალურად და როდესაც ვამბობ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულია ეს ნაბიჯი და საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია, რომ ესენი პირდაპირ მოუწოდებდნენ ევროკავშირს, რომ დასანქცირდეს უნდა მთელი საქართველო, უვიზო რეჟიმზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი, ეს არის სწორედ ის, რასაც ვამბობთ, რომ არის პირდაპირი ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.