საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებაა. საპირისპიროს ფიქრობს კაია კალასი, რომელმაც თქვა, რომ ამერიკას არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე მოლაპარაკებები ევროპის სახელით აწარმოოს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში მთავარი უკრაინის ინტერესების გათვალისწინება უნდა იყოს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნისა და გაყინული აქტივების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროპას შეუძლია.
ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის სურათი - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება კაია კალასის ამ განცხადებაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინას ევროკავშირის ტერიტორიის სისხლით დაცვას ანდობენ, ევროკავშირის ინტერესების სიტყვით დაცვას კი არა.
ქართული ოპოზიცია დღეს მხარდაჭერას კაია კალასს უცხადებს და ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა ევროკავშირის ინტერესებს, მათი აზრითაც ვერ წარმოადგენს.
მმართველი გუნდის შეფასებით, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი უკრაინის ინტერესებია, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა არათანმიმდევრულობას უკვე ხშირად ავლენს.
კაია კალასმა ინტერვიუ "ფრანს 24-ს" მისცა და თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თავადაც უნდა იყოს ჩართული.