"ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის, მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაადასტურეს, რომ ძალადობას პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ საშუალებად მიიჩნევენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის, ევა გოცირიძისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის დიალოგს. კერძოდ, გოცირიძემ წითლიძეს ჰკითხა: "ქვების სროლა და "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა ძალადობის გამოვლინება არის თუ არა?", რაზეც წითლიძემ უპასუხა: "საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ, როდესაც სპეცრაზმი ურტყამს".
