დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებას სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ტოლერანტობის მნიშვნელობასა და საქართველოში რელიგიური თანაცხოვრების საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება რელიგიის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.
"1995 წელს მოხდა გაეროს მიერ ამ დღის დაწესება და აღნიშვნა. კონკრეტულად ამ დღეს, კონკრეტულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ უმასპინძლოს. რელიგიის სააგენტო და მასპინძელი კონკრეტული რელიგია, კონკრეტულად 16 ნოემბერს იქნება, დანარჩენი ყველა რელიგიის ასე ვთქვათ მასპინძელი და ბუნებრივია მოხდება შეხვედრა, დიალოგი, კომუნიკაცია", - განაცხადა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.