სლოვენიის მმართველი კოალიციის გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით, თბილისში შეფასებები მოჰყვა.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, სლოვენიაში შეზღუდვა უწესდებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი.
"დემოკრატიის მცველები იყვნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები. აი სლოვენიაში შეზღუდვა უწესდებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი", - აღნიშნა გიორგი ფარულავამ.
რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა პოლიტიკური ინტერესი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის აქციაზე იდგნენ და ალტერნატიულ მთავრობას აკომპლექტებდნენ, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ ახსოვს.
შეგახსენებთ, სლოვენიაში საარჩევნო კამპანია აეკრძალებათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაფინანსება აქვთ მიღებული. რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობა შეეზღუდებათ არასამთავრობოებსაც.