20 ნოემბერი 2026,   10:41
ვრცლად
"როცა ზღვა იყო მშვიდი" - ევროპის საბჭოში აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა

ევროპის საბჭოში, რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის "როცა ზღვა იყო მშვიდი" ჩვენება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო. აღინიშნა, რომ კულტურა და ხელოვნება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სათქმელის მიტანის, ისტორიის გაცნობისა და საერთაშორისო ყურადღების შენარჩუნების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორი, ბაჩო ოდიშარია აღნიშნავს, რომ ფილმში ასახული რეალობა და ტკივილი, რაც ქვეყანას აწუხებს, ემოციურ დონეზეა მიტანილი ევროსაბჭოში დამსწრე აუდიტორიასთან.

"როგორც პოლიტიკურ რიტორიკაში, ისე ემოციურ დონეზე მიტანილი იქნა ევროსაბჭოში დამსწრე აუდიტორიასთან. იმ ადამიანებთან, ვინც შემდეგ ანგარიშები უნდა წარმოადგინონ ჩვენს ქვეყანაში არსებული ოკუპაციის შესახებ, ის ტკივილი, რომელიც ყველა ქართველს აწუხებს, ის რეალობაა, რომელშიც უწევს ჩვენ ქვეყანას ყოფნა და იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი აბსოლუტურად ყველა ადამიანს მოეწონა, ვინც მას დაესწრო, იძლევა იმის იმედს, რომ მათ პირად ემოციად შეიძლება მიიღონ ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული სატკივარი", - აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

დღის ამბები