დანიის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"დანიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა", - აღნიშნულია წერილში.
6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.