24 ნოემბერი 2026,   15:14
ვრცლად
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ-ხაიმას საამიროში, სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

უწყების განცხადების თანახმად, ალ-ვატანის გზაზე, სადაც შეეჯახება მოხდა, სამაშველო ოპერაციაში სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.

მედიის ცნობით, სამინისტროს გარდაცვლილების ვინაობა არ გაუსაჯაროებია და არც ის უთქვამს, არიან თუ არა სხვა დაშავებულები. მათ აღნიშნეს, რომ ხელისუფლება ავარიის გამომწვევ მიზეზებს იძიებს და შედეგებს გამოძიების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

დღის ამბები