24 ნოემბერი 2026,   15:33
ვრცლად
საპატრიარქო: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიტროპოლიტი აბრაამი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში.

მართალ აბრაამ მამამთავრის მეოხებით, უფალმა გააძლიეროს და დაიცვას იგი, მიმადლოს მხნეობა და ჯანმრთელობა.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებასა შინა მყოფი მიტროპოლიტი აბრაამი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები