აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების და ომის დასრულების საკითხში კონკრეტული ვადა არ აქვს.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მომლაპარაკებლებს სურთ, მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმება იანვრამდე გაფორმდეს, ტრამპმა ხმამაღლა გაიცინა და იკითხა: "ვინ თქვა ეს? რა სურს მას რომ გავაკეთო?
ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იმიტომ გაჭიანურდა, რომ "ტანგოს ცეკვას" ორი ადამიანი სჭირდება.
"დროის მხრივ შეზღუდული არ ვარ. უბრალოდ მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. იცით, ეს ჩვენზე გავლენას არ ახდენს. მოხარული ვიქნებოდი, ეს დღესვე რომ დასრულებულიყო, მაგრამ "ტანგოს ცეკვას" ორი ადამიანი სჭირდება. ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება.
ზოგჯერ ჩანს, რომ პუტინი მზად არის, ზელენსკი კი - არა. ზოგჯერ ზელენსკის ძალიან სურს, შეთანხმება შედგეს, მაგრამ პუტინი არ არის მზად. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი დღეა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.