25 ნოემბერი 2026,   11:00
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, 37 ავტომობილის გამოყენებით საბაჟო გადასახდელებისგან თავის არიდების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყენებდნენ, მათ სახელზე ავტომობილებზე საკუთრების უფლების გადაცემის ყალბ დოკუმენტებს აფორმებდნენ. ამ დოკუმენტების საფუძველზე, მათ 37 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში განათავსეს.

ავტომობილებს კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, ამასთან, მათზე შესაბამისი საბაჟო გადასახადები არ გადახდილა.

აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 76 000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

დღის ამბები