25 ნოემბერი 2026,   10:29
ვრცლად
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ბარაბაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებლად შეფასდა და გოგონა ბინაზე გაიწერა.

"ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობდა ერთი პაციენტი, სამი წლის გოგონა, თაია. გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე მდგომარეობა იყო მკვეთრად გაუმჯობესებული, ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე", - აღნიშნა ქეთევან ბარაბაძემ.

დღის ამბები