25 ნოემბერი 2026,   18:49
ვრცლად
თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა

თბილისის ისტორიულ ქარვასლაში პროექტი სახელწოდებით - "შემდეგი გაჩერება - თბილისი" გაიხსნა.

თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოფენა დედაქალაქის სატრანსპორტო ისტორიას, სხვადასხვა ეპოქის საარქივო მასალებსა და თბილისელთა მოგონებებს აერთიანებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიული ფოტომასალა, დოკუმენტური ვიდეორგოლი და სატრანსპორტო ისტორიასთან დაკავშირებული საკოლექციო ნივთები.

პროექტი 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და თბილისში ტრამვაის დაბრუნების ინიციატივას ეძღვნება.

დღის ამბები