28 ნოემბერი 2026,   11:45
ვრცლად
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ჩანაცვლება და შემდგომ მისი კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის აღებას ცდილობდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრამამდე "ალფა-პვპ".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები