ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მსგავსი შეკრებები ყოველთვის ერთი და იმავე შედეგით სრულდება.
"ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი დაანონსებული ეს ე.წ. აქციები და შესაბამისად, შედეგი არის ხოლმე ყოველთვის ერთი და იგივე, რომ მათივე მხარდამჭერები უარს ეუბნებიან ყოველგვარ რევოლუციას, დამხობას, ძალადობრივ აქციებს და რაც მთავარია, უპერსპექტივო ე.წ. გამოსვლებს. მაგალითად, დღემდე თუ იცის ვინმემ, რა მოთხოვნები უნდა დაეყენებინათ ან უნდა დააყენონ ამ აქციაზე? აი, ვინმემ თქვა ეს, რომ აი, ამა და ამ მოთხოვნებს დავაყენებთ და ამ მოთხოვნებში შემოგვიერთდით. არ აქვთ ასეთი. შესაბამისად, უბრალოდ გამოდი იმიტომ, რომ მე მინდა მოვიდე ხელისუფლებაში, ამიტომ არ გამოდის მათივე მხარდამჭერებიც კი. ძალიან მარტივადაა ასახსნელი ის, თუ რატომ იქნება ყოველთვის უპერსპექტივო მათი ეს ე.წ. აქციები", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.