ქედაში სახალხო დღესასწაული "შემოდგომა ქედაში" გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ადგილობრივი მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქცია გამოიფინა, დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და წარმატებული სპორტსმენები, დასასრულს კი კონცერტი გაიმართა.