08 ოქტომბერი 2024,   08:45
ვრცლად
პუტინის ბრძანებით რუსეთში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით სამხრეთის სამხედრო ოლქში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო. სწავლებაში საჰაერო–სადესანტო შენაერთები და სამხედრო სატრანსპორტო ავიაცია მონაწილეობს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წვრთნის დროს შეაფასებენ ქვეყნის სტრატეგიული ძალების მზადყოფნაზ კრიზისულ სიტუაციებში რეაგირებისთვის.

მოწმდება პირობითი მოწინააღმდეგის ავიადარტყმების მოგერიებისა და სახელმწიფო ობიექტების დაცვის შესაძლებლობები.

საჰაერო სადესანტო შენაერთებთან ერთად წვრთნაში შავი ზღვის ფლოტის ძალებიც მონაწილეობს.

დღის ამბები