08 ოქტომბერი 2024,   10:41
ვრცლად
"მთავარი ორიენტირი, კვლავ და კვლავ, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებია - ქვეყნის განვითარება, კეთილდღეობა და ახალი შესაძლებლობები" - ირაკლი ქარსელაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე

მთავარი ორიენტირი, კვლავ და კვლავ, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებია - რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარება; ბუნებრივია, კეთილდღეობა და ახალი შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას შემდგომი, თვისებრივად უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობას მისცემს - ამის შესახებ "ქართული ოცნების", საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასევე თვალსაჩინოა ის პროგრესი, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით არის მიღწეული.

"მთავარი ორიენტირი, კვლავ და კვლავ, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებია - რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარება; ბუნებრივია, კეთილდღეობა და ახალი შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას შემდგომი, თვისებრივად უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

შთამბეჭდავია წარმოდგენილი ციფრები, რომელიც გამოხატავს მიღწეულ პროგრესს. ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც, თვალსაჩინოა პროგრესი, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, აშენებულ 4-ჯერ უფრო მეტ მაგისტრალურ გზას. ბუნებრივია, აღნიშნული გაგრძელდება," - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

დღის ამბები