08 ოქტომბერი 2024,   08:43
ვრცლად
ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა. მოლო მონაცემით 35 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ერთი ნავი, რომელშიც 24 ლტოლვილი იმყოფებოდა საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან გადაბრუნდა, მეორე ნავი 11 მგზავრთან ერთად თურქეთის ქალაქ დიკილთან ჩაიძირა.

მიგრანტები თურქეთიდან ეგეოსის ზღვის გავლით საბერძნეთში გადასვლას აპირებდნენ. მაშველებმა მხოლოდ 4 მათგანის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემით ბოლო ორი თვის განმავლობაში ევროპაში გადასვლის დროს 400-მდე დევნილი დაიღუპა.

დღის ამბები