08 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
ორ დღეში რიოში სამბას საუკეთესო სკოლას გამოავლენენ

ორ დღეში რიოში სამბას საუკეთესო სკოლას გამოავლენენ. კარნავალი მეოთხე დღეა მიმდინარეობს და დასკვნით ეტაპზე გადადის. სამბადრომი სამბას ელიტური სკოლების მოცეკვავეებს დაეთმო, რომლებიც ერთმანეთს პირველი ადგილის დასაკავებლად ეჯიბრებიან. ზიკას ვირუსის გავრცელების მიუხედავად რიოს კარნავალს წელს 6 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

რიოს კარნავალის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად ბრძოლაში სამბას ელიტური სკოლები ჩაერთნენ. ფესტივალის მესამე დღეს 78 ათას ადგილიანი სამბადრომი 4 ათასმა რჩეულმა მოცეკვავემ დაიკავა. 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები