08 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
რუსეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა. სპეც ოპერაცია ქალაქ ეკატერინბურგში განხორციელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ისინი მოსკოვში, პეტერბურგსა და სვერდლოვსკის ოლქში გეგმავდნენ ტერორისტულ თავდასხმებს.

ჩხრეკისას აღმოჩენილია ბომბის დამამზადებელი ლაბორატორია, დეტონატორები და სხვა ნივთები.

დღის ამბები