08 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
ეთნიკურ ნიადაგზე მასობრივი ხოცვა - თურქეთი სირიაში რუსეთის ქმედებებზე საუბრობს

ეთნიკურ ნიადაგზე მასობრივი ხოცვის ფაქტად მოიხსენია თურქეთმა რუსეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ავია იერიშები.

ამის შესახებ თურქეთის პრემიერმა ანკარაში, ანგელა მერკელთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

თავის მხრივ შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი უწოდა გერმანიის კანცლერმა 10 ათასობით სირიელის მდგომარეობას, რომლებიც რუსეთის იერშებისგან თავის დახსნას ცდილობენ.

თურქეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, სირიელი მიგრანტები ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვას.

დღის ამბები