08 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
8 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - სარკინიგზო კატასტროფა გერმანიაში

მსხვერპლი მოჰყვა სარკინიგზო კატასტროფას გერმანიაში. მიუნჰენის მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა.

წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 8 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 100–ს აჭარბებს, აქედან 15–ის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

ავარია ბავარიის საკურორტო ქალაქ ბად–აიბლინგთან მოხდა. შეჯახების შემდეგ მატარებლის ერთერთი შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა, შედეგად რამდენიმე ვაგონი ამობრუნდა.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები და ვერტმფრენებია მობოლიზებული. ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები