08 ოქტომბერი 2024,   08:46
ვრცლად
"ოსკარის" ნომინანტების პატივსაცემად გამართული სადილი ბევერლი ჰილზში

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე ორი კვირით ადრე, წლევანდელი ნომინანტების პატივსაცემად, ბევერლი ჰილზში ოფიციალური სადილი გაიმართა.

წვეულებაზე მისული მსახიობები და რეჟისორები სასტუმრო ბევერლი ჰილტონში შეიკრიბნენ. მათ შორის იმყოფებოდნენ ლეონარდო დიკაპრიო, სილვესტერ სტალონე, ლედი გაგა და ბრი ლარსონი, რომლებიც წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ.

ოფიციალურ სადილს დაესწრო ასევე ალეხანდრო ინარიტუ, რომელიც წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზეა წარდგენილი. ბევერლი ჰილტონში მიწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ სტივენ სპილბერგი და რიდლი სკოტიც.

ამერიკის კინოაკადემია წლის რჩეულებს ჰოლივუდში 28 თებერვალს გამოავლენს.

დღის ამბები