08 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
გამოფენა "სტილის საუკუნე" - ბრიტანული vogue 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ბრიტანული vogue 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ჟურნალმა ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში ფოტო გამოფენა მოაწყო სახელწოდებით სტილის საუკუნე.

გამოფენაზე გამომცემლობა კონდე ნასტის არქივებიდან 280-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი, მათ შორის, ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები ცნობილ მოდელებთან - ქეით მოსთან და ლინდა ევანგელისტასთან.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს მარლენ დიტრიხის, პრინცესა დაიანასა და დეივიდ ბექჰემის პორტრეტების დათვალიერების საშუალებაც აქვთ.

ბრიტანული vogue-ს ფოტოგამოფენა ლონდონში 22 მაისამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები