08 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ევროკავშირი ბელორუსისთვის სანქციების დიდი ნაწილის გაუქმებას გეგმავს

ევროკავშირი ბელორუსისთვის სანქციების დიდი ნაწილის გაუქმებას გეგმავს. საკითხი დღის წესრიგში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ, რაშიც დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და კიდევ 170 პირის მიმართ მიღებული ზომების გაუქმება იგულისხმება. სავარაუდოდ, 28 ქვეყანა იარაღის ემბარგოს ძალაში დატოვებს.

ბელორუსის მთავრობის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციების დიდი ნაწილი 2010 წელს, მინსკში ოპოზიციის აქციების დარბევის შემდეგ მიიღო, რომელიც ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა.

დღის ამბები