08 ოქტომბერი 2024,   08:41
ვრცლად
“მე და ვლადიმერ პუტინი სირიაში ერთმანეთს არ ვეჯიბრებით”- ბარაკ ობამა

“მე და ვლადიმერ პუტინი სირიაში ერთმანეთს არ ვეჯიბრებით,”- განცხადება ბარაკ ობამამ კალიფორნიაში, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე გააკეთა.

მისი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის სამხედრო ჩარევა ბაშარ ასადის სისუსტეზე მეტყველებს.

ობამამ ყურადღება სირიაში კრემლის ინტერესებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ყველაზე საინტერესო სწორედ ის საკითხია, რას მოიგებს რუსეთი ასადის მხარდაჭერისთვის, მილიარდობით დოლარის დახარჯვის სანაცვლოდ.

„ეს არ არის შეჯიბრი, ჩემსა და ვლადიმერ პუტინს შორის. მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, შევაჩეროთ დესტაბილიზაცია რეგიონში, მასობრივი მიგრაცია, სკოლების დაბომბვა და ძალადობა,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები