08 ოქტომბერი 2024,   08:42
ვრცლად
ინციდენტი მექსიკაში-რომის პაპმა მორწმუნეს უსაყვედურა

რომის პაპმა მექსიკის ქალაქ მიჩოაკანში ვიზიტისას ერთ-ერთ მორწმუნეს მკაცრი შენიშვნა მისცა. ინციდენტი სტადიონზე მოხდა, სადაც პაპი ქადაგების შემდეგ ხალხს ესალმებოდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ეკლესიის მეთაურს ხელი ჩამოართვა და აღარ უშვებდა, რის გამოც პაპი ფრანცისკე კინაღამ წაიქცა. მორწმუნის საქციელით პაპი უკმაყოფილო დარჩა და შენიშვნა მისცა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური უკვე რამდენიმე დღეა მექსიკაში იმყოფება. ის შეერთებული შტატების საზღვართან კიდევ ერთ მესას ჩაატარებს და ციხეში პატიმრებს მოინახულებს.

დღის ამბები