08 ოქტომბერი 2024,   08:46
ვრცლად
საარტილერიო იერიშები - ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო შეშფოთებულია

ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საარტილერიო იერიშები გახშირდა.

გასული 24 საათის განმავლობაში სამთავრობო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 3 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 7 კი - დაიჭრა.

დამკვირვებლები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც მუდმივად საფრთხის ქვეშაა.

სეპარატისტების მიერ დაბომბილი სოფლები დღეს ეუთოს მისიამ მოინახულა.

დღის ამბები