08 ოქტომბერი 2024,   08:41
ვრცლად
ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მიზნით, ბრიუსელში მოლაპარაკებები გრძელდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მიზნით, ბრიუსელში მოლაპარაკებები ამ წუთებშიც გრძელდება.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, დევიდ კემერონი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი სამიტის პირველ დღეს მოლაპარაკებების პროცესს განაგრძობენ.

დონალდ ტუსკის თქმით, პროგრესი შეთანხების მიღწევაზე უკვე არის, თუმცა კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი.

პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი შემადგენლობა უნდა შენარჩუნდეს, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ბრიტანეთთან ახლი შეთანხმების პირობები სხვა ქვეყნებისთვის.

დღის ამბები