08 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
ანკარაში მომხდარ ტერაქტში სირიელი ქურთების მონაწილეობას პარტიის ლიდერი უარყოფს

თურქეთის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რომ ანკარაში მომხდარი ტერაქტის უკან სირიელი ქურთები დგანან, მათი პარტიის ლიდერი უარყოფს.

თურქეთის პრემიერმინისტრმა, დავითოღლუმ ტერაქტის მომწყობი თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობაც დაასახელა. მისი თქმით, აფეთქება ქურთების პარტიის წევრმა სალიჰ ნეკარმა განახორციელა.

ტერორისტულ აქტზე ამ დრომდე, თურქეთის ტერიტორიაზე 14 ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

ბოლო ინფორმაციით, ანკარაში გარდაცვლილ 28 ადამიანს შორის 20 სამხედრო იყო. დაშავებულები საავადმყოფოში ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოინახულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები