08 ოქტომბერი 2024,   08:44
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობის პირობების გადახედვის საკითხზე მოლაპარაკებები ბრიუსელში დილის 5 საათამდე გრძელდებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა დეივიდ კამერონის მიერ წარდგენილ რეფორმების პაკეტზე ორგანიზაციის წევრებს შორის პოზიციები კვლავ განსხვავდება. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება და შედეგი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

სწორედ მიღწეულ შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში.

დღის ამბები