08 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
ავიაკატასტროფა აშშ-ში - ტურისტული ვერტმფრენი წყალში ჩავარდა

აშშ-ში ტურისტული სააგენტოს ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა პერლ ჰარბორის მემორიალთან. საფრენი აპარატი, რომლის ბორტზეც 5 ადამიანი იმყოფებოდა წყალში ჩავარდა.

მგზავრები გადარჩნენ. თუმცა ყველა მათგანი დაშავდა და ჰონოლულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ვერტმფრენი დაშვებას აპირებდა, მაგრამ ხმელეთს ვერ მიაღწია და სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ტურისტები მაშველების მისვლამდე წყლიდან ადგილობრივებმა ამოიყვანეს.

დღის ამბები