19 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"საჯარო გზავნილი ჩვენი ხელისუფლებისათვის"- სალომე სამადაშვილი "რუსთავი 2-ის" საქმეზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტანეტის განცხადებას აფასებს

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

მათი შეფასებით, სასამართლო სისტემა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელია.

მმართველ გუნდში რუსთავი 2-თან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც აფასებენ.

„სასამართლო ქართული ოცნების პირობებში არის დამოუკიდებელი და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც სწორად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად. ამდენად რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო ჩვენ ამასა დავემორჩილებით. ბუნებრივია პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩემს სურვილზე, რომ იყოს ვისურვებდი, რომ რუსთავი2-ის ადმინისტრაცია დარჩეს ისე, როგორც ეს არის,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ რომ ეს არის საჯარო გზავნილი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იმოქმედებს და იმედოვნებენ, რომ მას გაითვალისწინებს ხელისუფლება.

„ეს არის ძალიან მკაფიო და საჯარო გზავნილი ჩვენი ხელისუფლებისათვის და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ყურადღებით მოეპყრობა ამ გზავნილს,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სამოქალაქო სექტორში ასევე მიაჩნიათ, რომ ეს არის დროული და გასათვალისწინებელი განცხადება.

დღის ამბები