ახალი დეტალები რუსთავი 2-ის საქმის შესახებ. ეკა გასიტაშვილის პალატის განჩინება ტელეკომპანიის იურისტებს ჩაბარდათ და უკვე ცნობილია არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ გადაეცა საქმე დიდ პალატას.
139 გვერდიან დასკვნაში 8 გვერდი ეთმობა იმის დასაბუთებას თუ რატომ არ მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ და რატომ მოხდა საქმის გადაგზავნა დიდ პალატაში.
განჩინებაში გასიტაშვილის კოლეგია რუსთავი 2-ის იმ შუამდგომლობებზეც მსჯელობს, რომლებითაც სამაუწყებლო კომპანიის იურისტები მოსამართლეების აცილებებს ითხოვდნენ, როგორც საქალაქო ასევე სააპელაციო სასამართლოებში, თუმცა ამ საკითხზე განმარტების გაკეთება დიდ პალატას მოუწევს.
"ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს უფლებაზე, მხარეთა თანასწორუფლებიანობაზე და შეჯიბრობითობის პრინციპზე და მითითებული აქვს ჩვენი შუამდგომლობები აცილების თაობაზე, სასამართლო მსჯელობს და დიდმა პალატამ განმარტოს საბოლოოდ გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ საქმე არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა, ეს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია," - განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
ავტორი ნათია ტრაპაიძე