19 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ლევან მურუსიძის თქმით, ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან და მათ შეხვედრას "რუსთავი 2"-თან კავშირი არ აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რუსთავი 2-ის საქმის დეტალებზე საუბრობს. ლევან მურუსიძემ  ჟურნალიეტებთან უზენაესი სასამართლოს კოლეგიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე და იმ პრაქტიკაზე, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში, საბჭოს დამოკიდებულება განმარტა.

ლევან მურუსიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭო ცილისმწამებლური განცხადებებით არ ინტერესდება, შესაბამისად გაჟღერებული ბრალდებების განხილვა არ ყოფილა.

ლევან მურუსიძე კიდევ ერთხელ აკეთებს განცხადებას ივანე ზარდიაშვილის მიერ მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აღნიშული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე მტკიცებით, ზარდიაშვილს მოსამართლეებთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ქონია.

„სამოქალაქო სამართალში პრაქტიკას ნაკლებად ვიცნობ, იმიტომ, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში ვმუშაობდი სისხლის სამართალში. მიუხედავად, რომ საქმე გადაცემულია დიდ პალატაზე და ვფიქრობ, ჩემი მხრიდან პოზიციის დაფიქსირება არ იქნებოდა სწორი.

"თეორიულად არის სამი შესაძლებლობა - ერთი დაბრუნდეს საქმე სააპელაციოში, მეორე - დარჩეს უცვლელად სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილება და მესამე, რომ თავად დიდმა პალატამ მიიღოს ახალი გადწყვეტილება. რომელ შესაძლებლობას დაეყრდნობა დიდი პალატა, ამას დრო გვაჩვენებს.

რაც შეეხება ჩინჩალაძესთან ზარდიაშვილის კავშირს, ლევან მურუსიძე აცხადებს რომ მათ ნათესაური კავშირი აქვთ. მისივე თქმით, მათ შეხვედრას არანაირი კავშირი არ აქვს იმ სამ მოსამართლესთან, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებენ.

"ბრალდება, რომ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი ახდენენ ზეწოლას, არის აბსურდული. ამიტომ, ცილისწამებაზე და აბსურდულ თემაზე შემოწმებას საბჭო ვერ დაიწყებს. თუ იქნება რაიმე არგუმენტი ან ფაქტი, რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუნდაც რომ ყოფილიყო ფაქტი, რომ ჩინჩალაძე შეხვდა მოსამართლეებს, რაზე ლაპარაკობდნენ იმაზეც კი არ არის საუბარი შეხვედრაც კი არ ყოფილა, მაგაზე შეიძლებოდა კიდევ რაღაცა გვეფიქრა. მეჯვარეები არიან და ნათელმირონი ერთმანეთის და შეხვდებიან, მაგრამ რა შუაშია ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის შეხვედრა იმ სამ მოსამართლესთან, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

დღის ამბები