19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
"ევროკავშირის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა, რომ გარანტირებული იყოს პლურალისტული და თავისუფალი მედიაგარემო"- ფედერიკა მოგერინი

კურიერის დასმულ შეკითხვაზე ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან მოლაპარაკებისას რუსთავი 2-ის საქმეზე იყო საუბარი. ევროკომისარის თქმით, მედიაპლურალიზმი დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია.

„ჩემს განცხცადებაშიც ვახსენე, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი მედია თავისუფლებასა და მედია პლურალიზმს. როგორც ვიცი, ამ შეფასებას იზიარებს პრემიერიც და მთავრობაც, ევროკავშირის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა, რომ გარანტირებული იყოს პლურალისტული და  თავისუფალი მედიაგარემო. ჩვენ პრემიერთან და მინისტრებთანაც გავცალეთ მოსაზრებები, რომ არსებობს ამის უზრუნველყოფის საჭიროება, ასევე საჭიროა გარანტირებული იყოს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი პარლამენტში და მის გარეთ ახალ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა. პრემიერმინისტრმა და მთავრობამ დამარწმუნა, რომ არსებობს ძლიერი განზრახვა მათი მხრიდან ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კუთხით პარლამენტში და მის გარეთაც რეფორმების  დღის წესრიგში,“ - განაცხადა მოგერინიმ.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე. 

დღის ამბები