19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ბრიუსელში ვიზიტის დროს პრემიერ კვირიკაშვილს კითხვები "რუსთავი 2"-ზე დაუსვეს

რუსთავი 2-ის საქმე და პლურალისტული მედია ბრიუსელში მყოფი პრემიერმინისტრის ვიზიტისას ევროპელი კოლეგების მხრიდან განხილვის თემა იყო. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, დახურულ კარს მიღმა ის საქართველოს პრემიერს ამ საკითხებზეც ესაუბრა.

დამატებით განმარტებისთვის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ტრიბუნა პრემიერმინისტრს დაუთმო. კვირიკაშვილმა რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და გაიმეორა, რომ მთავრობა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა.

რუსთავი 2-ზე პრემიერმინისტრმა ნატო-ში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზეც ისაუბრა. მედიის თავისუფლების მნიშვნელობას რუსთავი 2-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ნატო-ში გამართული შეხვედრის ერთე-ერთი მთავარი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი იყო. სწორედ ამ თემაზე დიალოგისთვის წლის დასაწყისში ნატო-ს კომიტეტი საქართველოში ჩამოვა.

ავტორები: თამარ ნუცუბიძე, სოფო ზურაბიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები