საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრიუსელში გამართული ყველა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები იყო.
ევროკავშირის, ნატო-ს და შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების ღია განცხადებების მნიშვნელობაზე ახალი მემარჯვენეები საუბრობენ.
ფედერიკა მოგერინის განცხადება, თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ელოდებიან. მათი შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმე მედიის და სასამართლო დამოუკიდებლობის მთავარ ტესტად განიხილება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში გამაფრთხილებელ გზავნილს ვერ ხედავენ უმრავლესობის წევრები.
ბოლო დღეების განმავლობაში ფედერიკა მოგერინის და იენს სტოლტენბერგის გარდა, რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმაც გააკეთა.
ავტორები: თამარ ბაღაშვილი, მარიამ შანშიაშვილი.